დაბა ლენტეხის N2 სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
28-03-2023

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, საბაზო საფეხურის 14 კურსდამთავრებულ მოსწავლეს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა, რომელთა შორის დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის წარმატებული და მიზანდასახული მოსწავლეები: თამარ ბენდელიანი და ნინო ლიპარტელიანი საპატიო ადგილს იკავებენ.

დაჯილდოების ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული საჩუქარი პირადად გადასცეს.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

„დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის სახელით, ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებულ, ნათელ, ღირსეულ, ქვეყნის საკეთილდღეო მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203