აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს - დიტო ჭოლარიას პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
28-03-2023
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლე დიტო ჭოლარია, რომელმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან წამახალსიებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.

„სკოლის დირექცია ულოცავს დიტოს წარმატებებს, ვუსურვებთ მომავალშიც ცოდნის მწვერვალების დაპყრობას და ნიჭიერ ახალგაზრდას წარმატების მიღწევის მეტ შესაძლებლობას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საჩუქრისთვისა და ყურადღებისთვის, მშობლები დიდ მადლობას უხდიან სკოლის დირექციას, თითოეულ მასწავლებელს გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის. ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს.

პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება.

შეგახსენებთ, რომ საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203