კოთელიის საჯარო სკოლა კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა 
28-03-2023

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა პროგრამით - „ჭკვიანი სოფელი“, სარგებლობს.

პროგრამის მთავარი მიზანია, სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში სკოლას ელჩი დეგნანი ეწვია.

კომპიუტერული კლასის აღჭურვასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, საგანმანათლებლო კურსები უტარდებათ, ახალი ტექნოლოგიებისთვის საჭირო უნარჩვევების გასავითარებლად.

სკოლა მოხარულია, რომ თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვის შესაძლებლობა ეძლევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203