ჭანდარის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა
28-03-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის მე-6 კლასში პედაგოგმა - მარინა ქაჩლიშვილმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა და მოსწავლეებს საჭირო, საინტერესო ინფორმაცია გაუზიარა.
მეექვსეკლასელები სლოგანის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გარშემო გაერთიანდნენ და კედლის გაზეთი დაამზადეს. მათ ასევე ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები ხელზე მოირგეს და თავადაც მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გამართული მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს.