ღვანკითის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
28-03-2023
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები რესურსცენტრის პროექტში - „ჩონგური საქართველოა“ აქტიურად არიან ჩართულნი, რომლის ფარგლებშიც სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკის ლექსები და ნაწარმოებები წარმოადგინეს. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

კონკურსის ბოლოს, რომლის ორგანიზატორი პედაგოგი ნინო გოგიაშვილი იყო გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მსგავსი პროექტები და კონკურსები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203