ითხვისის N2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა პიესად აქციეს და სპექტაკლი დადგეს
28-03-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

კლასში სახელმძღვანელოს თავის - „კავშირი ბუნებასთან“ დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა პიესად აქციეს და სპექტაკლი დადგეს. 

მათ მასწავლებელი ლელა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ ახერხებენ მწერლები ბუნების შვილთა ტკივილი და სიხარული გვაგრძნობინონ. ისინი ნაწარმოებს შემოქმედებითად მიუდგნენ. შექმნეს ტექსტები, რომლებშიც მდინარე, ფიფქი, ბალახი, მუხა და უპატრონო ძაღლი აამეტყველეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შემაჯამებელმა გაკვეთილმა ძალიან ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა. ამ ყველაფერმა კი მოსწავლეების შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას ხელი შეუწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203