„ჩვენი ურთიერთობა სამზარეულოსთან“ - საინტერესო აქტივობა ბასილეთის საჯარო სკოლაში
28-03-2023

გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში, საინტერესო აქტივობა - „ჩვენი ურთიერთობა სამზარეულოსთან“, ჩატარდა.

მე-2 კლასის მოსწავლეებმა მოთხრობა -„ვეფხვის ბოკვერი, ზოლები რომ დაკარგა“, გაცნობის შემდეგ გადაწყვიტეს დედა ვეფხვისთვის მიებაძათ და თანატოლები ტკბილეულებით გაეხარებინათ, ისევე როგორც მოთხრობის გმირმა გაახარა თავის ოჯახი ქადებით.

აქტივობას კლასის დამრიგებელი ქეთევან ცხომელიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, დიდი სიამოვნებით იმუშავეს აქტივობაზე და მზარეულების როლი სიხარულით მოირგეს.

სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული აქტივობების ჩატარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203