ბასილეთის საჯარო სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს
28-03-2023

გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლას ამავე სოფლის ბაღის აღსაზრდელები სტუმრობდნენ.

პატარები სკოლას, პროექტ - „პროფესია მასწავლებლის“, ფარგლებში ეწვივნენ.

ბავშვები მასწავლებლებს შეხვდნენ, მასწავლებლის პროფესიაზე ისაუბრეს და საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.

სკოლის დირექტორმა, ზვიად უნგიაძემ პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე მათთვის სიხარულითა და დადებითი ემოციებით დატვირთული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203