ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
28-03-2023

გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეები ამ დღის აღნიშვნას შეუერთდნენ დევიზით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და სოლიდარობა, ტრადიციული სიმბოლოთი - ჭრელი წინდებით გამოხატეს.

სკოლაში, საზოგადოებაში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203