ქობულეთის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
28-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადსხვა სახის კონკურსში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაში - „ტვინების ბრძოლა“, ჩაერთნენ.

თამაში, 7 მარტს ქობულეთის საჯარო სკოლაში, სამი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვის გაიმართა.

მოსწავლეებმა 15-15 შეკითხვას უპასუხეს.

როგორ სკოლაში გვიყვებიან, კითხვები ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე იყო დაფუძნებული.

მონაწილეები პასუხობდნენ წამყვანის, დავით მახარაძის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს.

იფრინდის როლი მოირგეს: ლუიზა შანიძემ და დამთვლელმა კომისიამ (მ.დადიანი).

პირველ ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდნენ გუნდები: „ლომები“, „აქტივები“, „ტვინები“, „წინსვლა“ და „განთიადი“, რომელთაგანაც გამარჯვება „განთიადმა“, მოიპოვა, რომლის კაპიტანიც ვაჟა ვერულიძე გახლდათ.

მეორე ასაკობრივ კატეგორიაში, მონაწილეობდა ოთხი გუნდი: „ეიფორია“, „აისი“, „ქართველები“ და „ჯვაროსნები“. გაიმარჯვა - „ქართველებმა“,  კაპიტანი კი, ერეკლე ხითარიშვილი იყო.

მესამე ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა ორი გუნდი: „მერცხლები“ და „ლომები“, აქ გამარჯვება წილად ხვდა გუნდ „შარავანდს“, მისი კაპიტანი კი - ლიკა ვერულიძე იყო.

პირველადგილოსანმა გუნდებმა სკოლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდს Brains-ისგან, „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი“, გადაეცემა.

„გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის სახელით ყველა გამარჯვებულ გუნდს წარმატება! წინ კვლავ გამარჯვებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203