სორმონის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იაკობ ჭელიძე IT კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე მეშვიდეკლასელი იაკობ ჭელიძეა. ის სწავლისადმი ინტერესითა და აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად, მოსწავლემ IT AKADEMI STEP-ის მცირე აკადემია წარმატებით დაასრულა. დასტურად კი სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცვან და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი, პროფესიონალი პედაგოგები მათ მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.