წალკის N1 სკოლის ვაჟთა გუნდმა ფრენბურთის რეგიონულ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა
28-03-2023
წალკის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა ფრენბურთის რეგიონულ პირველობაში ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა. 

ფრენბურთის რეგიონული პირველობა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, რუსთავში გაიმართა. ტურნირში რაიონულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. 

რეგიონულ ტურნირში პირველობა არავის დაუთმო წალკის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა. 

მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი ზურა გოგიტიძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ზეიმობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავ, ჩვენს ჩემპიონებს, სპორტის პედაგოგს - ზურა გოგიტიძეს და ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203