„ინტეგრირებული გაკვეთილის არსი და მნიშვნელობა“- დიდი სმადის საჯარო სკოლაში ქოუჩინგი გაიმართა
28-03-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, მასწავლებლები განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში, ლიდერი მასწავლებლების ხელშეწყობით, დაიგეგმა და ჩატარდა ქოუჩინგი თემაზე - „ინტეგრირებული გაკვეთილის არსი და მნიშვნელობა“.
მისი მიზანი დაწყებითი კლსის მასწავლებლებისათვის და ზოგადად, პედაგოგებისათვის ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება, ინტეგრირებული გაკვეთილის მნიშვნელობის გაცნობიერება და იმის გააზრება იყო, ზედმიწევნით როგორ უნდა დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი.
სესიის მსვლელობისას, ჯგუფს მიეწოდა ინფორმაცია თუ რა უპირატესობა აქვს აღნიშნულ გაკვეთილს, როგორ უნდა შეირჩეს იდეა, როგორ და რა სიხშირით უნდა დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი და რა შედეგები მიიღწეევა. შეხვედრისას აქტუალური იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომელიც საინრეტესოდ წარიმართა.
შეხვედრას ონლაინ ლიდერი მასწავლებლების ტრენერი - მერი სახამბერიძე ესწრებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს