ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
28-03-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები უფროსი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ, საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს და მოზარდებს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები, მიღების პირობები და იუნკერების დღის განრიგი გააცნეს.

მოსწავლეებმა, ასევე მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიის შესახებ.

შეხვედრას სკოლის დირექტორი დაესწრო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203