თხილნარის N2 სკოლის პირველკლასელები ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-03-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და საკმაოდ კარგ შედეგებსაც დებენ.

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეები „მწიგნობრის“ მიერ გამოცხადებულ - ქართულისა და მათემატიკის საგნობრივ კონკურსში
ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პირველი და უმაღლესი ხარისხის სიგელები აიღეს. სიგელი ასევე კლასის დამრიგებელს ხათუნა მაკარაძეს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები გასაფერადებელი სააზროვნო ჟურნალებითაც დასაჩუქრდნენ.   

სკოლა მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203