„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“- ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
28-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ თარიღთან დაკავშირებით ისაუბრეს, თემატური ნამუშევარი შექმნეს და სათქმელი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, დააფიქსირეს.
მათ დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. პროფესიონალი პედაგოგები მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს