თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, რაიონულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
27-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრსა და ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი მაგიდის ჩოგბურთში, ხულოს რაიონულ პირველობაში მონაწილეობდნენ.

შეჯიბრი 4 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

2010-2011 წლებში დაბადებულთა შორის 1-ელი ადგილის მფლობელი სკოლის მოსწავლე - ბექა ცეცხლაძე გახდა, ხოლო მე-3 ადგილი ნინი ცეცხლაძემ დაიკავა.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ თაგოს სკოლა მცირეგონტინგენტიანია და 9-კლასიანია, შეჯიბრებებში მოსწავლეები მუდამ მოწინავე ადგილებს იკავებენ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი შეჯიბრებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203