„დედის როლი საქართველოს ისტორიაში“- ყიშლის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი გაიმართა
28-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები საინტერესო აქტივობებით აღინიშნება.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - ქალთა და დედის დღეები ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, მე-5 - მე-9 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით კონკურსი - „დედის როლი საქართველოს ისტორიაში“, გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. აქტივობის ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი მურმან შაინიძე იყო.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები - მარი ნაჩაიძეს, ნათია შაინიძეს, ლიზი შაინიძეს და ლეონი შაინიძეს სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც მოსწავლეთა ჩართულობა მეტყველებდა.