გორის N3 და ფლევის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფრენბურთში, რეგიონალურ პირველობაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს
28-03-2023

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლისა და გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზეს.

25 მარტს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის სპორტსკოლის დარბაზში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023“ -ის ფარგლებში, გაიმართა შიდა ქართლის რეგიონული პირველობა ფრენბურთში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში.

ოლიმპიადაში, ორივე სკოლის მოსწავლეებმა, შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს და საუკეთესო შედეგებიც დადეს.

საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად, გოგონათა კატეორიაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • I ადგილი - გორის N3 საჯარო სკოლა;
  • II ადგილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლა.
სკოლების პედკოლექტივი და დირექცია მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203