„დაე, კვლავ აქტიურად გაგრძელებულიყოს თანამშრომლობა“ - წყალტუბოს N1 სკოლაში ძევრის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი გამართა 
28-03-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში ხალისი მონაწილეობენ. სკოლა ასევე მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ძევრის საჯარო სკოლასთან.

ამჯერად, სკოლაში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის ძევრის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა ლაშა თაბუკაშვილის პიესა - „შენსკენ სავალი გზები“ წარადგინა.

წარმოდგენის დასასრულს წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ მადლობის სიგელი გადასცა მონაწილეებს, სპექტაკლის რეჟისორს ტატო პატარიძეს და სკოლის დირექტორს ბატონ მანუჩარ ფანჩულიძეს. მათ ასევე სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეთა ხელით დამზადებული თექის ჯვარი უსახსოვრა.

„მოსწავლეებზე, სკოლასა და პროფესიულ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ორი ლიდერი - მანუჩარ ფანჩქულიძე და ტატო პატარიძე“, - ასე ახასიათებს სკოლის წარმომადგენელი მათ.

სკოლის ხელმძღვანელებმა სამომავლო აქტივობები დაგეგმეს.

„დაე, კვლავ აქტიურად გაგრძელებულიყოს ამ ორ სკოლას შორის თანამშრომლობა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას 2015 წლიდან მემორანდუმი აქვს გაფორმებული ძევრის საჯარო სკოლასთან და წლებია თანამშრომლობენ.

„მადლობა ბავშვებს მაღალი საშემსრულებლო დონის ჩვენებისთვის, მადლობა რეჟისორს, მადლობა სკოლის დირექციას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203