„გარემოს დაცვით სიცოცხლეს ვიცავთ“- ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
28-03-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. ამიტომაც, ამ მიმართულებით, არაერთი საინტერესო აქტივობა ხორციელდება.
სასკოლო საზოგადოებამ გაზაფხულის დადგომა სწორედ გარემოზე ზრუნვით აღნიშნა. მოაწყვეს აქტივობა - „გარემოს დაცვით სიცოცხლეს ვიცავთ“, რომლის ფარგლებშიც სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოსწავლე-მასწავლებლებმა გარემო კიდევ უფრო გაალამაზეს, ნარჩენები შეაგროვეს და შესაბამისი ადგილი მიუჩინეს. პროცესში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს