ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ნარკოტიკებისა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ ისაუბრეს
26-04-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ირინა დათუკიშვილის ხელმძღვანელობით „ეკოკლუბი“ ფუნქციონირებს.
სწორედ მისი ორგანიზატორობით ანტიდეპრესანტების, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარების მავნებლობის შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებმა მიიღეს.
მონაწილეებმა თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების შედეგზე ისაუბრეს, თემატური პლაკატები შექმნეს და ერთმანეთს აზრები გაუზიარეს.
დისკუსია საინტერესო იყო. ბავშვებმაც სურვილი გამოთქვეს ხშირად ჩატარდეს ამგვარი შეხვედრა და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ისაუბრონ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს