კრწანისის საჯარო სკოლაში თოჯინური სპექტაკლი გაიმართა
27-03-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში შემოქმდებითი აქტივობა მოეწყო.
გაიმართა თოჯინების თეატრი - „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, რომელსაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ. წარმოდგგენილმა სანახაობამ ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეები შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ.
სპექტაკლმა წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„სპექტაკლმა ჩვენი პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეების მოტივაციასა და სწავლის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. იხილეთ ფოტოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს