ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შუქნიშნის აწყობა და მუშაობის პრინციპი ისწავლეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო გაკვეთილი იმართება.
ამჯერად, STEM მიმართულებით, სასკოლო ინიციატივების პროექტის ფარგლებში, გაკვეთილი, Tinkercad-ის მეშვეობით, ჩატარდა. მოსწავლეებმა შუქნიშნის აწყობა ისწავლეს, გაიგეს რა პრინციპით მუშაობს იგი და როგორ ააწყონ რეალურად.
აქტივობებში მოსწავლეები მასწავლებელ რიპსიმე აროიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: