თელეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
27-03-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - ნინი კიკოლაშვილს, რეზო მერაბიშვილს, ანა სარდლიშვილს, გიორგი გაბრიჭიძეს და ელენე ძმანაშვილს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპები გადაეცათ.

მოსწავლეებს კომპიუტერები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მიენიჭათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„სკოლა ულოცავს დამრიგებელს - ლალი მაისურაძეს, მასწავლებლებს და მშობლებს ამ დიდ სიხარულსა და წარმატებას!
ბავშვებო, სკოლა ამაყობს თქვენით“,- წერია მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203