ნახიდურის საჯარო სკოლაში გენდერულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს
27-03-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ფილმის ჩვენება გაიმართა. ის SHE's GREAT გლობალური პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ახორცილიელებს. პროგრამა დაფინანსებულია ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ოფისის მიერ.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა - პრეზენტაცია და ანიმაციური ფილმის ჩვენება-განხილვა.
პრეზენტაციისას კლუბის წევრები დამსწრე საზოგადოებას პროექტის - SHE's GREAT, შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს ის აქტივობები, რომლებიც მის ფარგლებში განახორციელეს. ამ ყველაფერმა კი დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ღონისძიება ანიმაციური ფილმის - „მულანი“ ჩვენებით გაგრძელდა. შემდეგ კი განხილვა, დისკუსია გაიმართა, მაყურებლებმა აზრი გამოთქვეს და გენდერულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს, რომლებიც ქალებს განვითარებაში ხელს უშლიან, ასევე, აღნიშნეს რა მძიმე გზას გადიან საზოგადოებისგან გარიყული ადამიანები, რათა მიაღწიონ სასურველ მიზანს.
„პროცესი წარიმართა სასიამოვნო და კომფორტულ სივრცეში, რომელიც მოეწყო სათემო პროექტის „გენდერული თანასწორობის არაფორმალური სივრცე“ ფარგლებში. ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ეს ანიმაცია ადრეც ჰქონდა ნანახი, მაგრამ ახლა უფრო მოეწონა, რადგან განხილვისას საინტერესო ასპექტებს გაესვა ხაზი. პირველი ღონისძიება პოზიტიურ გარემოში წარიმართა, ეს აქტივობები კი სამომავლოდ რეგულარულ ხასიათს მიიღებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს