რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ტვილდიანი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
27-03-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ტვილდიანი წარჩინებით სწავლისთვის დაჯილდოვდა.

ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, საზეიმო ღონისძიება მოეწყო, რომელსაც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და მერის პირველი მოადგილე მარად ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - „ჩემი პირველი კომპიუტერის“, პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. მათ შორის დამსახურებული ჯილდო საზეიმოდ გადაეცა მე-10 კლასის მოსწავლე გვანცა ტვილდიანსაც.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

„სკოლის დირექცია ულოცავს გვანცას ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203