„სასწაულების კუნძული“ - მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ლეჟბადინის საჯარო სკოლაში
27-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ, მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, აზერბაიჯანული ენის გაკვეთილის თემა „სასწაულების კუნძული“ იყო. მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო თემატური ვიდეო აჩვენა, კითხვები დაუსვა და მათგან პასუხები მიიღო. 

გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„მოსწავლეებს დავუსვი კითხვები და მათ ძალიან კარგად მიპასუხეს, ჩვენი გაკვეთილი იყო სახალისო“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203