ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
27-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. შედეგად, არაერთი თემატური აქტივობა თუ ღონისძიება ტარდება.
ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, დასუფთავების აქცია გამართეს. ისინი აქტივობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ - გარემო გულდასმით მოაწესრიგეს, ნაგავი შეაგროვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს