ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო
27-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

აქტივობა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - შორენა მაღრაძის ორგანიზებითა და მოსწავლეთა ჩართულობით მოეწყო.

პრეზენტაციის მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება, მათი უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე აქცენტის გაკეთება იყო.

მოსწავლეებმა ხელები საღებავებით გაიფერადეს, კედლის გაზეთი გააფორმეს, საინტერესო ნამუშევარი მოამზადეს და დაუნის სინდრომის მქონე პირებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203