ახალქალაქის N1 სკოლის საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის დასაჩუქრდნენ
27-03-2023
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის გაღრმავების სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმამ პროექტი - „ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა“, განახორციელა. მის ფარგლებში, საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

პროცესმა წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203