ტურცხის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო კლუბი შეიქმნა
27-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტივობებსა და ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, საშუალო საფეხურის მოსწავლეები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობდნენ.

მათ გრანტი პროექტის - „პროფესია და ჩვენი მომავალი“ განხორციელებისთვის მოიპოვეს. მისი ავტორი მე-10 კლასის მოსწავლე ამირან პიჭიკიანია. პროექტის მიზანი, პროფორიენტაციის მიმართულებით, საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა.

სკოლაში პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება, რის ფარგლებშიც დაგეგმილი შეხვედრები იმართება. შეიქმნა პროფესიული საგანმანათლებლო კლუბი. მასში საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაერთიანდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს - რამდენად რეალურია საქართველოში ამა თუ იმ პროფესიის მქონე ადამიანების დასაქმება? რა არის თვითდასაქმება? როგორ გავხდე თვითდასაქმებული?

პროექტი განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი იაგორ არაქელიანი. მის დაგეგმვა-განხორციელებაში  სკოლის დირექტორის მ/შ შორენა აკოფაშვილიც მონაწილეობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203