აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება გაიმართა
27-03-2023
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მზის შვილები“, გაიმართა. მოსწავლეებს შესაბამის ინფორმაცია ყველა კლასის ხელმძღვანელმა მიაწოდა, ისინი დაუნის სინდრომსა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ვენერა (ნანი) ესართიამ, მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად, თემატური კედლის გაზეთი, პოსტერები დაამზადა. აქტივობის მიზანი საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იყო. 

მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონდე პირთა მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, აზრი დააფიქსირეს და სათქმელი გააჟღერეს. 

„2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია - Lot`s of Socks, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
მადლობა სკოლის თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს გაწეული წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203