„გავჩერდეთ სანამ დროა, დავიცვათ დედაბუნება!“ - აფხაზეთის N14 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე არჩილ ქირიამ ბუკლეტი შექმნა
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ შორის იყო მეოთხეკლასელი არჩილ ქირია, რომელმაც ინფორმაცია მოიძია, დაახარისხა ბეჯითად იმუშავა და ბუკლეტი დაამზადა. მან თანატოლებს მოუწოდა - „გავჩერდეთ სანამ დროა, დავიცვათ დედაბუნება“.
მოსწავლის ნამუშევარი მართლაც რომ საინტერესო და ინფორმაციული იყო. სკოლის დირექცია არჩილ ქირიას მადლობას უხდის წარმატებებს უსურვებს.
„ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნებს მოუწოდებენ, განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, როგორიცაა გამწვანების კამპანია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: