გორელოვკის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ 
27-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს.

ამჯერად, წარჩინებულ მოსწავლეებს, პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში, კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.

სკოლა ამაყობს მათი წარმატებით და წინსვლას უსურვებს.

„ჩვენ მათ ვულოცავთ და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203