აბულის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელებმა საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ბუნებრივ რესურსებზე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
27-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მასწავლებლები მათ სიანტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში მასწავლებლის კარინე ვოსკანიანის ინიციატივით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე საინტერესო პრენტაცია წარადგინეს, რომელიც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს, ბუნებრივ რესურსებსა და რელიეფს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ მათ პრეზენტაციები ქართულ ენაზე წარადგინეს.
მოსწავლეებმა ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს