
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები მომავალ თაობას მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოზარდთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.
შთამბეჭდავად წარიმართა VII კლასში ჩატარებული საჩვენებელი, სამფაზიანი გაკვეთილი, რომელსაც ისტორიის პედაგოგი ლევან ბანძელაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, ერთმანეთს უსვამდნენ გონივრულ კითხვებს. გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.
სკოლის ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები: