ქვენობნის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეცმასწავლებელმა ღონისძიება გამართა
27-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში, დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
სპეციალური მასწავლებელი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის, ამ დღის ისტორისაა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მან დასმულ შეკითხებსაც ამომწურავად უპასუხა და მოსწავლეებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა.
გარადა ამის, მან ანიმაციური ფილმის ჩვენებაც მოაწყო, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები დაამზადეს. ასევე, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც, მათ შეხედულებები გამოთქვეს და პოზიცია დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი საინტერესო აქტივობები ხშირად ხორციელდება.