ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების ფესტივალზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მოსწავლეები ჰყავს.
ისინი სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან და გარდა სასკოლო ცხოვრებისა, ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებიც არიან. ამჯერად, ერთ-ერთი ანსამბლი „ერისეული“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები ვანო თორიაშვილი და ეკატერინე ირემაშვილი არიან, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გამართულ კონცერტში - artFEST, მონაწილეობდა.
აღნიშნული ანსამბლის წევრები ბოგვის საჯარო სკოლის შემდეგი მოსწავლეები არიან:
- თამარ გიორგაძე,
- თამარ ოქრომელიძე ,
- თემურ სუხიტაშვილი,
- ანი დალაქიშვილი,
- ნიკოლოზ პოილარაშვილი,
- ნელი ჯაშიაშვილი,
- ბარბარე ოგბაიძე,
- ტასო ჯაშიაშვილი,
- ანდრია ჯაშიაშვილი,
- ლალი მელიქიშვილი,
- ვაჟიკო ნიკოლაიშვილი,
- ანა ყელბერაშვილი,
- ოთარ ჯაშიაშვილი ,
- ბარბარე ჯაშიაშვილი,
- ელენე ლაფერიშვილი,
- რატი დალაქიშვილი.
მათ კონცერტზე თავი წარმოაჩინეს, ღირსეულად წარსდგნენ და მედლებით დაჯილდოვდნენ. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: