ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასში დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის გაკვეთილი ჩატარდა.
მისი თემა იყო „ძალა ერთობაშია“. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე შესწავლილი ზღაპარის გმირების ილუსტრაციები შექმნეს, მათი ხასიათი გამოკვეთეს და თვისებები დაწერეს. ასევე, შეადგინეს რუკა, სადაც დადებითი და უარყოფითი გმირები გამოყვეს.
მოსწავლეებმა გაკვეთილის მიზანი თავად ჩამოაყალიბეს, რაც შემდეგნაირად ჟღერს: ერთად ყველა პრობლემის დაძლევა შეიძლება, პატივისცემას ყველა ადამიანი იმსახურებს, განურჩევლად წოდებისა, ფინანსური და საზოგადოებრივი მდგომარეობისა.
აქტივობებში მეოთხეკლასელები დიდი მონდომებით, დამრიგებელ სუსანა ქციანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: