ცხუნკურის N2 სკოლის პედაგოგმა, ნინო ჯალიაშვილმა მათემატიკაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა
27-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში, მათემატიკაში, საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს მასწავლებელი ნინო ჯალიაშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს შორის დისკუსია გაიმართა, სადაც მოზარდებმა გამოავლინეს ცოდნის მაქსიმუმი.   

გაკვეთილი იყო საინტერესო და სახალისო, მოსწავლეები პროცესში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203