თივის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას საინტერესო შეხვედრა მიუძღვნეს
27-03-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში, მე-4-მე-5 კლასის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ქართული ენის მასწავლებლებმა, ქეთევან ჯიბღაშვილმა და მაკა ტურიაშვილმა ჩაატარეს.

პედაგოგებმა, სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებაზე ისაუბრეს და მოსწავლეებს უკეთ გააცნეს საზოგადო მოღვაწე, როგორც დიდი მეიგავე, დიპლომატი, შემოქმედი და პოლიტიკოსი პიროვნება.

შეხვედრა საკმაოდ ინტერეაქციული იყო, მოსწავლები მსჯელობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და სულხან-საბა ორბელიანის შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203