პოეზიის დღე გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში
27-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში პოეზიის დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და პოეზიისადმი დიდი სიყვარული და ინტერესი გამოავლინეს.

მოზარდები თანამედროვე პოეტთა შემოქმედებას გაეცნენ, ბოლოს კი დიდი ყურადღებით მოისმინეს ერთ-ერთი მოსწავლის დაწერილი შთამბეჭდავი ლექსები.

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიზნით არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება ეწყობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203