პერევის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
27-03-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით  დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - მარიამ შუკაკიძესა და ლილი გულიტაშვილს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

პერევის საჯარო სკოლის დირექცია მათ წარმატებას ულოცავს და მომავალში წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203