გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
27-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურაღღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება - უკეთესი ხვალინდელი დღე“ მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა - ბადრი ჭელიძემ ღია გაკვეთილი თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრება“ ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა, მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგები და გაეხსენებინათ მაგიდის ჩოგბურთის თამაში წესები.

მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შექმნეს, რობლებზეც მავნე ჩვევების ჩამონათვალი გააკეთეს და მოიძიეს ჯანსაღი ცხოვრებისა და მაგიდის ჩოგბურთის შესახებ ინფორმაციები.

გაკვეთილს ინტერაქციული სახე ჰქონდა, სადაც მასწავლებელმა სლაიდების გამოყენებით, საჭირო საკითხებზე ისაუბრა.

„მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს, რადგან უკვე კარგად იციან ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა. მათ ხშირად უწევთ საუბარი და ამ მიმართულებით აქტივობების შესრულება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203