წალკის N1 სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ფესტივალში წარმატებით იასპარეზეს
27-03-2023
წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრსა და აქტივობაში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი წალკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჭადრაკის სკოლათაშორისო ფესტივალში, მონაწილეობდნენ, რომელიც საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის გაიმართა.
ფესტივალი კოხტის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ბექა ბუცხრიკიძემ და მიხეილ ვიბლიანმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებსა და მასწავლებელ ზურა გოგიტიძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.