აბულის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა მშობლიურ ენას ღონისძიება მიუძღვნეს
27-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ ჰაიკანუშ ოგანისიანის ხელძღვანელობით, მშობლიური ენის გაკვეთილზე ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენი ენა“ წარადგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სომხური ენისა და ანბანის შექმნას მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა იმღერეს, ნაწარმოებები, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთათვის.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს