ცოდნისკარის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო
27-03-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ინფორმაციული აქტივობა - „21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა“, განხორციელდა.

აქტივობას კლასის დამრიგებელი მთვარისა გიგოშვილი და კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა, ამ თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს, სადაც ისაუბრეს:

  • რა არის დაუნის სინდრომი, რა იწვევს მას?
  • როგორია სტატისტიკა?
  • როგორია სინდრომის გავრცელება?
  • როგორია ქართულ საზოგადოებაში, დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობა?
  • რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და რა სახის ბარიერები ექმნებათ?

ბავშვებმა, პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ, ნახეს ვიდეორგოლი - „მზის შვილები“.

მოსწავლეებს, დამრიგებელმა შესთავაზა განცდილი ემოციები გამოეხატათ სახატავ ფურცლებზე. მომდევნო დღეს კი, ცნობიერების ამაღლების  მიზნით, პრეზენტაციები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან წარადგინეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203