მათემატიკის კვირეული ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში
27-03-2023

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. 

სკოლაში ერთი კვირის განმავლობაში მათემატიკის კვირეული მიმდინარეობდა, რომელიც მათემატიკის, ისტ-ის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრამ (თავმჯდომარე - ელისო ვეკუა) ჩაატარა. 

კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა - ყოველი დღე დატვირთული იყო სახალისო, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ჩატარდა ურთიერთდასწრების გაკვეთილები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი კლასების მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლები - „მათემატიკა ყველგან და ყველაფერში" და სახალისო მინი-სკეტჩები წარადგინეს. 

ბოლოს კი, სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული შემდეგი კლასები დააჯილდოვეს:

  • დაწყებითი საფეხურიდან მათემატიკური ამოცანების გამოცნობაში გაიმარჯვა მეორე კლასმა;
  • მათემატიკური კროსვორდების შევსებაში პირველი ადგილი გაიყვეს მეხუთე და მეთორმეტე კლასელებმა;
  • π-ს იუბილისადმი მიძღვნილი კროსვორდის შევსებაში იმარჯვა მეთერთმეტე კლასმა;
  • სახალისო-საინტერესო და თემატურად გამართული ვიდეორგოლისთვის გამარჯვება ხვდათ მეათე კლასელებს;
  • მადლობის სიგელები დაიმსახურეს მეცხრე (ორგანიზაციული საკითხების მოგვარებისთვის) და მეათე ( გამბედაობისთვის) კლასელებმა.

„უღრმესი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორს, მათემატიკის მასწავლებელს ელისო ვეკუას, მათემატიკის მასწავლებელს მანანა კაკაჩიას, მონაწილე მოსწავლეებს და სკოლის დირექციას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...