ჩხორიის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ნინი არდიასა და გვანცა გერგედავას ლეპტოპები გადაეცათ 
28-03-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ნინი არდია და გვანცა გერგედავა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს კომპიუტერები ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან. 

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ

„დირექცია ულოცავს ნინი არდიას და გვანცა გერგედავას, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ამ წარმატებებს და უსურვებს სკოლას მეტ წარჩინებულ მოსწავლეებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203